რა საბუთები მჭირდება ავტოლიზინგის მისაღებად?
საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ან პასპორტი), მართვის მოწმობა და შერჩეული ავტომობილის ტექ-პასპორტი. არ ვითხოვთ ხელფასის ცნობას ან თავდებ პირებს.
რამდენ ხანში მივიღებ პასუხს?
ონლაინ განაცხადის შევსების შემდეგ წინასწარი პასუხი გაიცემა 15 წუთში SMS-ით. ხელშეკრულების გაფორმება და თანხის გადარიცხვა ხდება 30 წუთში.
ავტომობილი ვის სახელზე ფორმდება?
ავტომობილი ფორმდება კომპანიის სახელზე, გადმოგეცემათ მართვის სრული ოფიციალური უფლება. ჩვენ არ ვაყენებთ GPS-ს.
შესაძლებელია თუ არა ლიზინგის ვადაზე ადრე დაფარვა?
დიახ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სესხის სრული დაფარვა. იხდით მხოლოდ მიმდინარე თვის პროცენტსა და ძირზე დარჩენილ თანხას. ხოლო ნაწილობრივი წინსწრებისას, პირველ რიგში სწორდება მიმდინარე პროცენტი, ხოლო დანარჩენი თანხა სრულად მიემართება სესხის ძირზე.
რა ვალუტაში ფორმდება ხელშეკრულება?
საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნით, ყველა ხელშეკრულება ფორმდება ექსკლუზიურად ეროვნულ ვალუტაში - ქართულ ლარში, შესაბამისად დოლარის კურსის ცვლილება სესხის გადასახადზე არ მოქმედებს.